logo
ENG



ეკონომიკის სამინისტრომ East Point-ს ავეჯისა და ტექნიკის მაღაზიების გახსნის  ნებართვა არ მისცა

11 მაი 202020:38
3 წუთის საკითხავი
 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ სავაჭრო ცენტრ „ისთ ფოინთს"  ავეჯისა და ტექნიკის მაღაზიების გახსნის  ნებართვა არ მისცა, მიუხედავად იმისა, რომ დღეიდან მუშაობის დაწყება დამოუკიდებელი შესასვლელით უზრუნველყოფილ მაღაზიებს უნდა შესძლებოდათ.

„ისთ ფოინთმა“ ეკონომიკის სამინისტროსგან სიტყვიერი მითითება გუშინ მიიღო, რომ ამ ეტაპზე, ავეჯისა და ტექნიკის მაღაზიების ოპერირების განახლების უფლება არ აქვს. მიზეზი სავაჭრო ცენტრის მენეჯმენტისთვის გაუგებარია, სამინისტრო კი განმარტებებს ამ დრომდე არ აკეთებს. შედეგად სავაჭრო ცენტრის 250 თანამშრომელი ისევ შემოსავლის გარეშე რჩება. 


close დახურვა